ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ნუცა ბუზალაძე ამერიკულ მუსიკალურ შოუში გამოჩნდება. American Idol-ში მონაწილეობაზე თავად ამცნო ქვეყნიერებას. "საიდუმლო, რასაც ამდენი ხანი ვინახავდი, დროა გაიგოთ. გავიარე ქასთინგი პროექტში ”ამერიკის ვარსკვლავი” - American Idol, სადაც ჟიურის წევრები არიან Katy Perry, Lionel Richie, Luke Bryan. გვიყურეთ ABC-ზე 19 თებერვლიდან!" - წერს ბუზალაძე.
მუსიკალური ხმის ჩამწერი სტუდია "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ამ სასიხარულო ფაქტს ეხმიანება და ფეისბუქზე წერს.
ზაზა შენგელია: - და აი ისიც, პირველი ქართველი მომღერალი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო ტალანტ-შოუში “American Idol”!!!
ჟიურის წევრები: ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი, ლიუკ ბრაიანი.
შეიძლება, მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, მთლად იგივეს გაკეთება ვერ შეძლოს, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გააკეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საუკეთესოდ გამოვა და გააოცებს ჟიურისაც და ამერიკულ სატელევიზიო აუდიტორიასაც. და რაც მთავარია, საქართველოს ყველაზე პოზიტიური მხრიდან წარმოაჩენს და ბევრ ამერიკელს აიძულებს "დაგუგლონ" ინფო საქართველოს შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მან თავისი სადებიუტო ალბომი -“Nutsa 22”, და ასევე თავისი მრავალი ჰიტი, ჩვენთან "ბრავო რექორდსში" ჩაწერა. წარმატებები“, -წერს ზაზა შენგელია.