შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1727982002
ნოდიკო ტატიშვილი "პრაიმტაიმს" უყვება, რომ ვახტანგ კიკაბიძე "ჯეოსტარში" გაიცნო. ამბობს, რომ მისი მისამართით, ქართული სცენისა და კინოს ვარსკვლავს, არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ დაცდენია.
შემდეგ იყო ფრანგი რეჟისორისა და ქორეოგრაფის - რედა ბენტიფორის მიერ გაცოცხლებული 1973 წლის პირველი ქართული მიუზიკლი - "ვერის უბნის მელოდიები". ვარდოს როლი სცენაზე სოფო ნიჟარაძემ შეასრულა, მედროგე პავლე კი ნოდიკო ტატიშვილი იყო.
ნოდიკო ტატიშვილი: ბუბა ჩემთვის ყოველთვის იყო მიუწვდომელი, ლეგენდა... და უცებ "ჯეოსტარის" ჟიურიში გავიცანი. შინაგანად ვგრძნობდი, რომ ძალიან მგულშემატკივრობდა. არც ერთი ცუდი შეფასება მისგან არ მომისმენია.
2012 წელს, "ვერის უბნის მელოდიებს" ფილარმონიის სცენაზე გაცოცხლების დროს კი, მთლად ერთად ვიდექით სცენაზე, რეპეტიციებზე. ყველანი ვთხოვდით, რომ ფილმის გადასაღები მოედნიდან რაიმე ისტორიები გაეხსენებინა. არ გეგონოთ, რომ უარით გვისტუმრებდა. ისე ჰყვებოდა ამბებს, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით.
ერთ სცენაში ერთად ვმღეროდით პავლეს არიას - "ტრიალებს". ნახევარს ის ასრულებდა, მეორე ნახევარს - მე. ფრაზის სიმღერისას -"ზეცა როგორ არ შავდება, ნეტა", თვალებში ვუყურებდი და შეუდარებელი მომენტები და ემოციები მეუფლებოდა.
არ დაგძაბავდა და ვარსკვლავის გადმოსახედიდან არ გიყურებდა. წინ ლეგენდა მედგა, ისედაც დაძაბული ვიყავი, მაგრამ თვითონ ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემთვის ეს დაძაბულობა მოეხსნა. აბა, მიდი, მაგარი ხარ, შენ იციო. ასეთი იყო მისი დამოკიდებულება. რამდენად დიდი ადამიანი იყო, იმდენად თავმდაბალი გახლდათ.
მე მისი თაობის ხელოვანებთან ურთიერთობამ მაჩვენა, რომ იყო უნიკალური, უდიდესი პიროვნებების თაობა, რომლებიც საოცრად თავმდაბლები იყვნენ. ბარიერებს არ აჩენდნენ.
სცენის მიღმა კიდე თავისი იუმორით, ხომ შეუდარებელი იყო.
ისე მეტკინა გული... ერთი ვიცი, რომ ასეთი ადამიანები ფიზიკურად შეიძლება აღარ იყვნენ ჩვენს გვერდით, მაგრამ მეხსიერებაში ყოველთვის რჩებიან..
ღმერთმა აცხონოს. მართლა უნიკალური იყო, მისი სიმღერები და კინოროლები ბევრ თაობას დარჩება.