1692302192
შაკირასა და პიკეს შორის სასამართლო დავა განახლდა
შაკირასა და პიკეს ურთიერთობა კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. შვილების მეურვეობის შესახებ არსებული შეთანხმების შეცვლის მიზნით სასამართლო დავა განახლდა.
ყოფილ წყვილს შორის 2022 წელს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ბავშვები დედასთან ერთად მაიამიში იცხოვრებდნენ. ხოლო პიკეს მათთან რეგულარული შეხვედრებისა და არდადეგების დროს ბავშვების თავისთან, ბარსელონაში წაყვანის შესაძლებლობა ჰქონდა.
შაკირას მიაჩნია, რომ მაიამიდან ბარსელონაში ბავშვების მუდმივი მგზავრობა მილანსა და საშაზე უარყოფითად აისახება. მომღერლის პოზიციით, ხშირი ფრენები და დროის სხვაობა ბავშვების სასკოლო, სოციალურ და ოჯახურ რუტინას მთლიანად ცვლის. მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ პიკე შვილებს მაიამიში ჩააკითხავს.
მომღერლის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს მოთხოვნა მამა-შვილს შორის ურთიერთობის შეზღუდვასა და ერთმანეთთან გატარებული დროის შემცირებას არ ემსახურება. წინასწარი მოლაპარაკებების მიუხედავად, საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს დაევალა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ დასრულდება დავა.












