დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსში“ ხმის მიცემა შეცვლილი ფორმატით ჩატარდა. კერძოდ, ცვლილება ბოსის არჩევას შეეხო.
„დღეს თქვენ არ დაწერთ მოწონებებს და ბოსს არ აირჩევთ. ლუკა რჩება ბოსად მომდევნო ხმის მიცემამდე, სადაც ის მესამე აუტსაიდერს დაასახელებს. დღეს თქვენ არ მოწონებას ლუკას ვერ დაუწერთ და იმ სამ აუტსაიდერს, რომლებიც არიან კრისტი, დიმი და სვეტა.
დარჩენილი 10 მონაწილიდან დღეს აუტსაიდერი მხოლოდ ერთი გახდება და შაბათის ლაივს 4 აუტსაიდერი ეყოლება. მათგან ორს გადაარჩენს მაყურებელი ზარებითა და სმს-ებით, ერთს გადაარჩენს პროექტი, ერთი კი „პრაიმ ჰაუსს“ სამუდამოდ დატოვებს. “ - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.
საბოლოოდ გაირკვა, რომ შაბათს, 18 მარტს აუტსაიდერების სკამზე ისხდებიან: კრისტი, დიმი, სვეტა და მიშო.