,,სასწაული ბიჭია... ეს არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია მიანდო თავი და მე ასე ვქენი..." - ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძე

გადაცემაში "პრაიმ შოუ", ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულმა ბაბი კირკიტაძემ, მეწყვილე დაახასიათა.

როგორც ბაბი აღნიშნავს, ერეკლე გირგვლიანი განსაკუთრებული ადამიანია.

,,ალბათ არ მეყოფა სიტყვათა მარაგი, რომ ერეკლე გირგვლიანის ადამიანობა, წესიერება აღვწერო. სასწაული ბიჭია და სასწაული ადამიანია. როგორც პროფესიონალი, ხედავთ, რომ ძალიან სუფთა მოცეკვავეა. ჩემთვის ცალკე დგას ერეკლეს ადამიანობა და მგონი ამას ყველა ხედავს. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია მიანდო თავი და მე ასე ვქენი მთელი სამი თვის განმავლობაში. მე ჩემი თავი ერეკლეს ჩავაბარე და ზუსტად ის შედეგი მივიღეთ, რაც მივიღეთ”, – საუბრობს ბაბი კირკიტაძე.