„საქორწილო ფიცი მის საფლავზე წავიკითხე... ის ქორწილამდე 2 კვირით ადრე გარდაიცვალა" - რაიან დიქსონის ტრაგიკული ისტორია

დაკრძალვა

25 წლის რაიან დიქსონმა შეყვარებული ქორწილამდე 2 კვირით ადრე დაკარგა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, რაინმა ქეითი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ის 15 წლის იყო. მას გოგონა მაშინვე შეუყვარდა. 9-წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. თუმცა, ქეითს მოულოდნელად კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 

თავიდან მკურნალობის კურსი მშვენივრად მიდიოდა, რაიანმა და ქეითმა ქორწილის ორგანიზებაც კი დაიწყეს. მაგრამ ქეითის მდგომარეობა უცბად გაუარესდა და ის ქორწილამდე 2 კვირით ადრე დაიღუპა. 

„ქორწილის მაგივრად მისი დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზება მომიწია. ვერ მოვასწარით დაქორწინება. თუმცა, საქორწილო ფიცი, რომელიც ქეითს დავუწერე, მის საფლავზე მაინც წავუკითხე. ის საოცარი გოგო იყო და მიხარია, რომ მომეცა იმის შესაძლებლობა რომ ნამდვილი სიყვარული გამომეცადა",- ამბობს რაიანი.