„საოცარ თანხებზე იყო საუბარი, კვერცხუჯრედის გაყინვის მეტი ვერაფერი ვქენი...“ – თამუნა ამონაშვილი დედობის შესახებ საუბრობს

თამუნა ამონაშვილის ტყუპი

მომღერალი თამუნა ამონაშვილი და მისი მეუღლე, პროდიუსერი რეზიკო არჩვაძე, 16-წლიანი მოლოდინის შემდეგ ტყუპების მშობლები გახდნენ. პატარები – იონა და მელანია ქვეყანას 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, სუროგატი დედის დახმარებით მოევლინნენ.

მომღერალმა საკუთარი განცდების შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილების დაბადებამ მისი ცხოვრების პრიორიტეტები სრულად შეცვალა. მომღერალმა გაიხსენა, რომ დიდი ოჯახი მისი ბავშვობის ოცნება იყო. ამასთან, აღნიშნა, რომ მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, მან 10 წლის წინ მეგობრების დახმარებით შეძლო კვერცხუჯრედის გაყინვა, რამაც წლების შემდეგ დედობის შესაძლებლობა მისცა.

„ბავშვები რომ დაიბადნენ, აღმოვაჩინე რომ რაც ჩემთვის წინა პლანზე იყო, უკან გადაინაცვლა. ბავშვების მთლიან რუტინაში მოვექეცი, ოცნებებში, ჯაფაში, დღეღამის ცვალებადობაში და ფიქრში თუ როგორები გაიზრდებიან… ბევრი კითხვა გიჩნდება, როგორ იქნება, როგორ გავაკეთებ, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს უფლის იმედი…

საოცარია [დედობის შეგრძნება], სადღაც სხვა პლანეტაზე ვარ, ლამაზ და მშვენიერ პლანეტაზე, მაგრამ სიტყვას ვერ ვპოულობ რა შეგრძნებაა… ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ ოჯახზე, ბავშვებზე… ეს შესაძლებლობა ფინანსურად არ იყო ათი წლის წინ, საოცარ თანხებზე იყო მაშინ საუბარი, კვერცხუჯრედის გაყინვის მეტი ვერაფერი ვქენი, ესეც ჩემი მეგობრების დახმარებით შევძელი… შვილებს პირველ რიგში უნდა ვასწავლო უფლის სიყვარული, ადამიანების მოყვასის, სამშობლოს სიყვარული … უფალს ვთხოვ, მომცეს ამის ძალა“