თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
ანკა ვასაძის გმირი სერიალში „სიყვარულს მიღმა“ მაყურებელმა ისე შეიყვარა, რომ ახალი სეზონის დასაწყისში მის გარდაცვალებას აპროტესტებს.
ვიდეოს, სადაც მარის გარდაცვალების შემდგომი ვითარებაა ასახული, მაყურებლის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ეპიზოდს 4000-მდე კომენტარი აქვს.
„რას გვერჩოდა რეჟისორი?“
„აუ, რა ქენით ეს?“ ; „რა იყო ახლა ეს?! ; „თავიდან დაიწყეთ“ ; „აუ, არ უნდოდა მომკვდარიყო…“,წერენ კომენტარებში.
მაყურებლის რეაქციას მსახიობი თაზო გახარია ეხმიანება:
„მძიმედ დავიწყეთ, გვაპატიეთ... მაგრამ წინ ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო დღეები გველის.
თქვენს გარეშე ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, მაყურებლის და ჩვენი მეგობრების გვერდში დგომა ყველაზე მეტად იგრძნობა მაშინ როდესაც იმ შეგრძნებებამდე მივდივართ რასაც ემოციების ზღვას ვეძახით, ეს თქვენი დამსახურებაა“,-წერს გახარია.
რაც შეეხება მსახიობ ანკა ვასაძეს, მან ერთ-ერთი ფეისბუქპოსტის ქვეშ იხუმრა: ,,სამი დღეა, საკუთარ პანაშვიდს ვესწრები”.
ანკა ვასაძე ძალიან წარმატებული მსახიობია. ის 10 წელია, რაც მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრია, ასევე თამაშობს სხვადასხვა თეატრების სცენებსა და ტელესერიალებში. ამჟამად ახალი გამოწვევაც მიიღო და ტელეკომპანია ,,ფორმულას” დილის გადაცემის წამყვანი გახდა. მას პირდაპირ ეთერში პირველად უწევს მუშაობა.