დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ანკა ვასაძის გმირი სერიალში „სიყვარულს მიღმა“ მაყურებელმა ისე შეიყვარა, რომ ახალი სეზონის დასაწყისში მის გარდაცვალებას აპროტესტებს.
ვიდეოს, სადაც მარის გარდაცვალების შემდგომი ვითარებაა ასახული, მაყურებლის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ეპიზოდს 3000-მდე კომენტარი აქვს.
მაყურებლის რეაქციას მსახიობი თაზო გახარია ეხმიანება:
„მძიმედ დავიწყეთ, გვაპატიეთ... მაგრამ წინ ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო დღეები გველის. Pirveli Arkhi, 1tv.ge მადლობა თქვენ. სიყვარულს მიღმა • 1tv.ge ყველაზე ძლიერ გუნდს.
თქვენს გარეშე ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, მაყურებლის და ჩვენი მეგობრების გვერდში დგომა ყველაზე მეტად იგრძნობა მაშინ როდესაც იმ შეგრძნებებამდე მივდივართ რასაც ემოციების ზღვას ვეძახით, ეს თქვენი დამსახურებაა“,-წერს გახარია.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „აუ, რა ქენით ეს?!“... - სერიალში ანკა ვასაძის გმირის გარდაცვალებას მაყურებელი აპროტესტებს