თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, სალომე უშხვანი, მერიემ გოგოაშვილთან და კრისტი აბაკუმოვასთან დაპირისპირების შემდეგ, მიმართვას ავრცელებს.
„ბრძოლა იქ მთავრდება, სადაც მადლიერება იწყება“ - ამ სამყაროში ბევრი სიბინძურე გროვდება და ამას ადამიანები ვუწყობთ ხელს, ხანდახან ყველაზე რთული, ყველაზე მარტივი მიზანია დარჩე ადამიანად! ჩემს გარშემო დაგროვილი ნეგატივის ნისლში, მზის სხვებივით მევლინებიან ადამიანები, რომლებიც გვერდში მიდგანან, რომლებიც ცდილობენ გავძლიერდე და გავუძლო იმას, რასაც ყოველდღიურად გავდივარ, როგორ არ ვიყო მადლიერი ამ ხალხის!
არ მინდა, ჩემს გამო, თქვენში გავაღვივო შურისძიების სურვილი, არ მინდა, თქვენ ჩაგითრიოთ იმაში,რისგან თავის დაღწევასაც თავადაც ვცდილობ! ჩემო გულიანებო, თქვენი გამხნევება ფანტავს ირგვლივ არსებულ სიბოროტეს! ისევ მე ვიქნები ინიციატორი, შეწყდეს ბულინგი იმ ქალების, რომლებიც არასწორად მომექცნენ! მე მინდა თქვენ და მე, ჩვენ ერთად სიყვარული გვამოძრავებდეს, სიყვარული გვმართავდეს, სიყვარულით ვმოქმედებდეთ!
მირჩევნია, ჩემს მიერ გაცემული სიყვარული შემომიბრუნდეს ისევ ცუდად, ვიდრე ბოროტებას ბოროტებით ვპასუხობდე! მადლობის გარდა, მინდა ბოდიშიც მოგიხადოთ, რომ გიწევთ ამ ნეგატივის მოსმენა, წაკითხვა, გაგება… ბოდიში იმისთვისაც, რასაც ჩემს პირად გვერდზე ვდებდი ამ დღეების განმავლობაში პასუხის სახით, მე არ დავემსგავსები სხვებს, მე დავრჩები ისეთად, როგორიც შემიყვარეთ, ამიტომ თქვენ მინდა სამი სიტყვა გითხრათ: მადლობა, ბოდიში და მიყვარხართ! ამ რთულ სიტუაციაში განსაკუთრებით გვამახსოვრდებიან ის ადამიანები, რომლებიც სიმძიმის შემსუბუქებას ჩვენი გამხნევებით ცდილობენ, მადლობა თითოეულ ადამიანს, ყველას ცალ-ცალკე.
მინდა, გამოვყო ორი „პრაიმ ჰაუსელი“, რომელთა მხარდაჭერაც ყოველთვის მემახსოვრება, ბრეჩკის და ნინუსის მინდა ვუთხრა, რომ თქვენმა გამხნევებამ შემიმსუბუქა ამ დღეების განმავლობაში გადატანილი სირთულე!
არც კი გამოვყოფ დიასას და გოგვაძეს, რომლებიც თავისთავად იგულისხმებიან იმ ადამიანებში, რომელთა სიყვარულსაც ყოველთვის ვგრძნობ! ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება იმისთვის, რომ გულში სიბოროტე დავიტოვოთ, მინდა ჩვენს გულებში მხოლოდ სიყვარული მეფობდეს! „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“!
მადლობა,“- წერს უშხვანი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან გადაღებულ უთბილეს კადრებს აქვეყნებს
VIDEO: „ბარკალ ფართიზე ვეპატიჟები“ - სალომე უშხვანი მერიემს და კრისტის სახალისო ვიდეოს უძღვნის
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801