ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსის“ შაბათის ლაივ-შოუზე "ჰაუსის" მესამე სეზონის მონაწილემ, კრისტი აბაკუმოვამ თაიას მხარი საჯაროდ დაუჭირა. ის და სალომე უშხვანი კი ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. „პრაიმტაიმთან“ კრისტიმ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ მას სალომეზე არ უსაუბრია.
„თაია ძლიერი მონაწილეა და როგორც მოთამაშემ, მეოთხე სეზონში ბევრი იბრძოლა. მე მესამე სეზონში ვიყავი და რაც ხდებოდა, ყველაფერს ვხედავდი. ვფიქრობ, ქალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, თან იმ ტკივილის მერე, რაც მან გაიარა. თავის დროზე, ლამის, სუიციდამდე მივიდა. ამ ყველაფრის ფონზე ვთქვი, რომ მინდა, თაიამ გაიმარჯვოს.
დიასასთან ვთქვი, რომ ორივესთან, სალომესთანაც და ნიკოსთანაც კარგად ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, როდესაც მისთვის, ოდესღაც ძვირფასი და საყვარელი ქალი იყო ეს ადამიანი, სწორი და სამართლიანი იქნებოდა, რომ ნიკომ თაიას უგულშემატკივროს და არა, მისი ოჯახი გადაემტეროს. ეს იყო ჩემი სიტყვები. კონკრეტულად სალომეზე არ მისაუბრია. ამ დროს, სალომემ „სთორი“ დამიდო, რომ მედროვე ქალი ვარ, მე როგორც მაწყობს და ქორწილში ყოფნა დამაყვედრა.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, მე რომ ადამიანებთან კარგად ვარ, წყენა დავივიწყე, ეს არ მბოჭავს ჩემი არჩევანის უფლებაში. მე მინდა, რომ ვუგულშემატკივრო კონკრეტულ ადამიანს თუ სხვებთან კარგად ვარ, არ ნიშნავს, რომ თაიას არ ვუგულშემატკივრებ. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, რომ გვქონდეს ის აზრი, რაც გვინდა, რომ გვქონდეს,“ - ამბობს კრისტი აბაკუმოვა „პრაიმტაიმთან“.
ასევე ნახეთ:
„ქალებო, ქმრები გადამალეთ...“ - მერიემ გოგაშვილი სალომე უშხვანს უპირისპირდება
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა
1732608926
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801