პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, სალომე უშხვანი გულშემატკივრებს ემოციური პოსტით მიმართავს.
„არ ვიცი, რით დავიწყო, მადლობები ძალიან ბანალურია და ძალიან არასაკმარისი იმ მადლიერების გამოსახატავად, რაც თქვენს მიმართ მაქვს!
ძალიან ბევრი გავიარეთ, იყო ბევრი ემოცია, კარგიც და ცუდიც, იყო ბედნიერების ცრემლებიც და იმედგაცრუებისაც. აქ ხართ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე შემომრჩით და არიან ასევე ადამიანები, რომლებსაც დღემდე ვერ მივაწვდინე ხმა და ასე შორიდან მედგნენ გვერდით, ჩემთვის მნიშვნელოვან პერიოდში, ხოდა ჩემო გულიანებო, დროა, ჩვენი ადამიანები ვეძებოთ, ვიპოვოთ და ერთ დიდ ოჯახში გავერთიანდეთ. ერთად უფრო დიდი მიზნებისთვის. არსებობს ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის.
ერთ დროს, მხოლოდ გულშემატკივრებში მე ვიპოვე მეჯვარეები, ვიპოვე დაქალები, სულიერი მეგობრები, თანამოაზრეები და დღეს, თქვენ ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხართ!
ვიცი, რომ კიდევ ბევრი ადამიანი მყავს ჩემამდე მოსაშვები, მეტი ემოციისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელსაც იმსახურებდნენ და ვერ მიიღეს ჩემგან, წინ, შესაძლოა, დიდი გამოწვევები გველოდება, მე მინდა ემოცია უფრო მეტი და მე მინდა ყველა ადამიანი გავერთიანდეთ აქ, ამაყი ვარ, რომ მყავხართ დღემდე და უფრო ამაყი ვიქნები, როცა ყველანი ერთ სივრცეში ვიქნებით!
მე არაფერი ვარ თქვენს გარეშე და თუ დღეს რამეს მივაღწიე, მხოლოდ თქვენით! „ყველა ერთმანეთისთვის!“
მე თქვენ არასდროს დაგკარგავთ და არასდროს დავივიწყებ ყველა რესურსს და ემოციას, რაც ჩემთვის მოგიციათ!
მომეცით საშუალება უფრო ახლოს მოვიდე თითოეული თქვენგანის გულამდე!“ - წერს უშხვანი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „როცა სამი შვილის დედა ხარ...“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე ღვინიაშვილი
ნახეთ, როგორია ზურიკო დავითაშვილის და მია გზირიშვილის საახალწლო განწყობა