VIDEO: რა ხდებოდა დარბაზში, ქართველი კონკურსანტის გამოსვლის დროს - ნინი ბერგვაძის ფურორი ამერიკულ „ვოისში“

ნინი ბრეგვაძე

ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ნინიმ სიმღერა „No Time To Die“ შთამბეჭდავად შეასრულა და ამ გამოსვლით კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჟიურის წევრების ემოციური შეფასება.

„მე შენი გულშემატკივარი ვარ“, – უთხრა ნინის მისმა მწვრთნელმა, ნაილ ჰორანმა და ამასთან, აღნიშნა, რომ Nini Iris-ის სახელი დიდხანს დარჩება ამერიკელი მსმენელის მეხსიერებაში.

 

ასევე ნახეთ:

როგორ მოხიბლავენ ყველას ზოდიაქოს ეს ნიშნები ახალ წელს

„ამ ნიშნისთვის საუკეთესო დრო იქნება წლის პირველი ნახევარი“ - ნახეთ, ვის გაუმართლებს 2024 წელს