პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია უკვე წლებია საქართველოში აღარ ცხოვრობს. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, იგი ინტერვიუებს იშვიათად იძლევა. თუმცა, ბოლოს ერთ-ერთ რუსულ საიტზე მისი ვრცელი ინტერვიუ გამოჩნდა, სადაც კარიერასა და ოჯახზე საუბრობს.
როგორც ქეთა ამბობს, მან მეუღლესთან ერთად სირთულეების გადალახვა პირველივე წელს დაიწყო.
მომღერალს სახლის საქმეების კეთებაც შეუძლია, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს.
„ეს ყველაფერი მეც შემიძლია, თუმცა მყავს დამხმარეები. დიდი სახლი გვაქვს. თუ არის შესაძლებლობა, რატომ არ უნდა მოვიწვიოთ ქალი, რომელიც დაგეხმარებათ? ძიძაც მყავს, სულ ჰყავდა სახლს პერსონალი. თავადაც ვამზადებ საჭმელს და საოჯახო საქმეებსაც ვაკეთებ, მაგრამ როცა დამატებითი დახმარება მჭირდება, დამხმარეები ჩემთან ჩნდებიან.
ქალაქგარეთ, ეს ის სახლია, სადაც მთელი წელი ცხოვრობთ. მე კიდევ მაქვს სახლი საქართველოში, სადაც მივდივართ ხოლმე და ასევე ბელარუსიაში, რადგან ჩემი ქმარი იქიდანაა“,- ამბობს ქეთა თოფურია.