დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
20 ივლისს, იტალიაში, კუნძულ კაპრიზე მდებარე მდიდრულ სასტუმროში ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ღონისძიება გაიმართა.
გრანდიოზულ კონცერტზე იტალიელ ტენორ ანდრია ბოჩელთან ერთად, სცენაზე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია იდგა.
„ლეგენდარული არტისტები, წარმოუდგენელი ხმები და შესანიშნავი პერფორმანსები ამშვენებდა გალა ვახშამს – გუშინდელი ღონისძიება მართლაც გახდა ზაფხულის ერთ-ერთი გახმაურებული მოვლენაა!“, – ასეთი აღწერით ვრცელდება სოციალურ ქსელში საღამოდან კადრები.
საღამოს თან ახლდა ვახშამი, რომელზე დასწრებაც 2000- 2500 ევრომდე ღირდა.
ქეთა თოფურია იტალიაში საქართველოდან გაფრინდა, სადაც მეუღლესთან, დედასთან და შვილებთან ერთად ისვენებდა.