პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის ცხოვრების დეტალების შესახებ ინტერესი , უკვე წლებია, ძალიან მაღალია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ სხვა დედების მსგავსად, ისიც მუდმივად პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბალანსის დაცვას ცდილობს.
"ყველას გვაქვს ჩვენი საქმე და ყოველდღიურად ვიზრდებით, როგორც ადამიანი. რაღაც მომენტში, ვიწყებთ იმის განცდას, რომ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ისეთ რაღაცაშიც, რაც სიკეთეს მოგვიტანს. ვცდილობთ, წონასწორობა ვიპოვოთ. ვფიქრობ, იმისათვის, რომ შვიდად ვიყოთ და ბალანსი ვიპოვოთ, უბრალოდ, უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვსიამოვნებს. თუ ცხოვრებაში დიდ საქმეებს არ შევეჭიდებით და რაიმე სასარგებლოს არ გავაკეთებთ, აღმოვაჩენთ, რომ არც ისე ბედნიერები ვართ. ასეთ შემთხვევაში, ცარიელი ცხოვრება გვექნება", - ამბობს ანჯელინა ჯოლი.
ჯოლი თვლის, რომ მისი ცხოვრება დატვირთული და სასიამოვნოა. უამრავი პროფესიული ჯილდოსა და აღიარების პარალელურად, იგი არაერთ საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ მისიაშია ჩართული. რჩება კეთილი ნების ელჩად, არის გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი და ბავშვებთან ერთად მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის და ცდილობს, ბედნიერი სამყაროს შექმნაში საკუთარი წვლილიც შეიტანოს.
მისი მთავარი რჩევა ადამიანებისათვის კი არის ის, რომ ყველამ პატარ-პატარა სიკეთე აკეთოს და საკუთარი არსებობით ამ სამყაროში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს.
"როცა რაღაცას სხვისთვის მთელი გულით აკეთებთ და ამისთვის მადლობას არ უცდით, ვიღაც ამას ბედის წიგნში წერს და გიგზავნის ისეთ ბედნიერებას, რაზეც არც კი გიოცნებიათ", - ამბობს მსახიობი.