„როგორც იქნა, მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში...“ - რას წერს მიშო სულუხია მოსკოვში სიმღერაზე

მიშო სუუხია

მიშო სულუხია, რომელიც ერთ-ერთია იმ ქართველი მომღერლებისგან, რომლებმაც ახლახან მოსკოვში იმღერეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სულუხია წერს, მოსკოვში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღისთვის ჩავიდა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ იქ კონცერტი არ გამართულა და არც ფული აუღია ვინმეს.

„უიჰჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში

კი ოკუპანტ ქვეყანაში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღეზე ჩავედი, ჩემი მეგობრის ! სცენაზეც ავედი. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს კონცერტი იყო და ამაში ფული ავიღე ?

არა, არ არის მართალი.

საზოგადოების მოტყუება ცუდი საქმეა, არ ვიცი ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არც კონცერტი და არც არანაირი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება არ ყოფილა. ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო და იქ შეკრებილი ადამიანებიც ქართველები იყვნენ…

საჯარო შეფასებების დროს სწორი ინფორმაციის ცოდნა და უფრო მეტი ინტელექტის გამოვლენაა საჭირო, ვიდრე სოსო პავლიაშვილის გვერდით დადგომა სამშობლოს ღალატად ფორმულირებაა,“ – წერს მიშო სულუხია.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა, მიშო სულუხიამ და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „სამშობლო“ მოსკოვში - ქართველმა მომღერლებმა რუსეთში იმღერეს

რა გახდა ქართველი მომღერლების მოსკოვში შეკრების მიზეზი

ნუცა ბუზალაძე მიმართავს ავრცელებს