როგორ უვლის სახის კანს და თმას მატილდა გვარლიანი

მატილდა გვარლიანი

ცოტა ხნის წინ, მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2024 წლის ჩვენებაზე გამოვიდა. ის გახდა პირველი ქართველი, ვინც Victoria’s Secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.

მატილდამ რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2-ის" ეთერში საკუთარი ცხოვრების წესისა და თავის მოვლის რუტინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანს რაიმე განსაკუთრებული გზით არ უვლის:

„ჩემი დილა, დაახლოებით, დილის 7-8 საათზე იწყება. საუზმეზე ძალიან მიყვარს კრუასანი და გრეიპფრუტის წვენი. სახის კანს განსაკუთრებულად არ ვუვლი - ვცდილობ, მაკიაჟით არ დავიძინო და ყოველთვის დავიტენიანო. ზაფხულში სპრეის ვიყენებ.

გრძელი თმა არ მიყვარს, მესამე წელია, რაც მოკლე თმას ვატარებ. ვცდილობ, იშვიათად გამოვიყენო თმის საშრობი. ბავშვობაში ჩემი ყველაზე დიდი კომპლექსი იყო კბილები - თუმცა, ცხოვრებაში ძალიან გამომადგა..."მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).