პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალი წელი ახლოვდება და საახალწლო სამზადისი ყველა მიმართულებით დაწყებულია. წერილები თოვლის ბაბუას, საქველმოქმედო აქციები და სხვა.
ბოლო ორი კვირაა გამოჩდნენ ახალგაზრდები სანტა კლაუსის ფორმებში გამოწყობილები, რომლებიც საქველმოქმედო აქციის მიზნით კარდაკარ დადიან და თანხას აგროვებენ.
„პრაიმტაიმს“ ორი ასეთი შემთხვევის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ერთ-ერთ კორპუსში, სადაც კიბეც და ლიფტიც მხოლოდ მცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი ბარათებითაა შესაძლებელი, სწორედ ასეთი „ქველმოქმედები“ შევიდნენ. ერთმა მცხოვრებმა გაკვირვებულმა ჰკითხა როგორ შემოხვედითო - პარკინგიდან ამოვყევით კიბესო... ამაში თითქოს გასაკვირი არაფერია, სადაც ნახეს შესასვლელი შევიდნენ.
ახლა მეორე ამბავი. ეს „ქველმოქმედები“ ასე მიადგნენ ერთ ბინას. გაუღო კარი ოჯახის უფროსმა.
- გამარჯობა, ჩვენ საქველმოქმედო ფონდიდან ვართ, წლებია ამ მიმართულებით ვმუშაობთ. სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ვეხმარებით სწავლის საფასურის გადახდაში. რადგან სახელმწიფოს არ აქვს არაფერი პროგრამა ასეთი წარჩინებული სტუდენტებისთვისო.
გავიდა ეს კაცი, გამოუტანა თანხა და მშვიდობაში მოიხმარეთო.
- ჩვენთვის არ გვინდა ბატონო, ხომ გითხარითო.
- თქვენი ფონდის სახელი და ანგარიში დამიტოვეთ, დამატებით გადარიცხვას გავაკეთებთო.
- თან არ გვაქვს. ასე მცირე შემოწირულობებს ვაგროვებთო (ამ ტექნოლოგიების დროში, ტელეფონში ვერ იპოვეს)
- კარგი, კარგად ბრძანდებოდეთო,- უთხრა ოჯახის უფროსმა და დააყოლა. ისე, რომ იცოდეთ, ცუდ მისამართზე მოხვდითო
- რატომო?
- სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას მერია უფინანსებს...
გადახედეს ქველმოქმედებმა ერთმანეთს და ისე გაიქცნენ, ის 10 ლარი იქვე დააგდეს.
დასკვნა: ყველა ქველმოქმედი „ქველმოქმედი არ არის“. მართლა რამდენია, ვისაც სჭირდება დახმარება.
ცნობისთვის, თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლას უფინანსებს.
დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1 125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე:
90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის... განაგრძეთ კითხვა