გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ხვედრი, რომელსაც ადამიანი ვერ ასცდება - ეს ბედისწერაა, რომლის არსებობაც ზოგიერთს სჯერა, ზოგსაც - არა. ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია ორ მნიშვნელოვან პრაქტიკას გვიზიარებს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლა და ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლება.
„როგორ დავუბრუნოთ ბედისწერა? შეიძლება, ეს რთული აღმოჩნდეს და სპეციალისტის გარეშე ვერც კი შეძლოთ, მაგრამ არის მეთოდები, რომელიც დღესვე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
წარმოიდგინეთ ის ადამიანი, ვინც თქვენი ბედისწერა, ენერგია, თქვენი სასიცოცხლო რესურსი წაიღო და თქვენ გრძნობთ, რომ მასთან კავშირი შემაწუხებელია - თქვენი გონება, ნაწილი კიდევ მასთან იმყოფება. წარმოუდგინეთ, რაც შეიძლება ნათელი ენერგია, ოქროსფერი, თეთრი, ნათელი ფერები... მოჰკიდეთ ხელი და გადმოიტანეთ თქვენს სხეულში... თითქოს გონებრივად, წარმოსახვით, ის რაც მასთან არის დარჩენილი თქვენგან, უკან დაიბრუნეთ. ჩვენი გონება ძლიერ მოქმედებს.
არის მეორე - როცა აკეთებ განცხადებას სამყაროში და გზავნილს უშვებთ. „მე ვიბრუნებ ჩემს დახარჯულ დროს, ენერგიას და რესურსს, რომელიც ჩემია. ჩემი ჩემთან!“ იტყვით ამ ადამიანის სახელს, გვარს და მისგან უკან ვიბრუნებ იმ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც ჩემი ბედნიერებისთვის არის საჭირო.
ეს ორი გზავნილი შეგიძლიათ, სამყაროში გაუშვათ. თუ თავს ამის შემდეგ კარგად, ლაღად, მშვიდად, ბედნიერად გრძნობთ, ესე იგი უნდა განაგრძოთ, იმიტომ, რომ თქვენ მიაგენით თქვენი უბედურების მიზეზს,“ - ამბობს ანზორ ოდიშარია.