„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
ახალი წლის დადგომას ყოველ წელს მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის. ამ მხრივ გამონაკლისები არც ცნობილი ადამიანები არიან - 31 დეკემბერი განსაკუთრებულად აღნიშნეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმაც.
2023 წელს ლეონარდო დიკაპრიო საფრანგეთში, მეგობრების გარემოცვაში შეხვდა. ოსკაროსანი მსახიობი პაპარაცებმა სენ-ბართელმის კუნძულთან ახლოს, იახტაზე შენიშნეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, დიკაპრიო იქ 23 წლის მოდელთან, ვიქტორია ლამასისთან ერთად იმყოფებოდა. უცხოური მედიის ცნობით, ლამასი დიკაპრიოს მორიგი გატაცებაა და მათი ურთიერთობა მეგობრობას სცდება. თუმცა, თავად ვიქტორიასა და ლეონარდოს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„2022 ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული იყო. ვერ ვითმენ, ისე მინდა გავიგო, რა მოხდება მომავალ წელს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, - ახალი წლის დადგომა ჯენიფერ ლოპესმა გამომწერებს სწორედ ამ სიტყვებით მიულოცა.
31 დეკემბერი ლამაზმანმა ბენ აფლეკთან ერთად აღნიშნა. ჯეილომ 2023 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომის, სახელწოდებით - „ეს მე ვარ ახლა“ გამოსვლაც დააანონსა.
ბექჰემებმა კი დღესასწაული კოტსუოლდ - ჰილსში მდებარე ვილაში აღნიშნეს, რომლის ღირებულებაც 12 მილიონი ფუნტი სტერლინგია. ვიქტორიამ და დევიდმა ოჯახური წვეულება გამართეს, სადაც მშობლებიც დაპატიჟეს. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ოჯახმა სახალისო ფოტოსესიაც მოაწყო და სურათები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოჯახურ წვეულებაზე ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი არ იმყოფებოდნენ. როგორც დევიდი და ვიქტორია ამბობენ, მათ შვილი ძალიან ენატრებათ.
როგორც ტაბლოიდები წერენ, ამის მიზეზი ისაა, რომ ვიქტორია ბექემსა და ნიკოლა პელცს შორის დაპირისპირებაა. რძალ-დედამთილს შორის არსებულ შესაძლო კონფლიქტზე ჭორები პირველად მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნიკოლა პელცს ქორწილში დედამთილის დიზაინით შექმნილი კაბა არ ეცვა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრუკლინი და ნიკოლა ახალ წელს მექსიკაში სელენა გომესთან ერთად შეხვდნენ.
კარდაშიან-ჯენერებმა ტრადიციას არც წელს უღალატეს და ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ.
კაილ და ქენდალ ჯენერებმა საახალწლო წვეულება გამართეს და 31 დეკემბერი მეგობრებთან ერთად აღნიშნეს. საპატიო სტუმრებს შორის იყო ჰეილი ბიბერიც.
ქლოი კარდაშიანმა ახალი წლის ღამეს სახლში დარჩენა და დროის ქალიშვილთან ერთად გატარება გადაწყვიტა.
რაც შეეხება კორტნის, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ვიგებთ, მან საღამო ტრევის ბარკერთან ერთაად გაატარა.
მაილი საირუსმა NBC-ის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და 2023-ის დადგომა გულშემატკივრებს ცნობილი ჰიტით - Wrecking Ball მიულოცა, რომელიც მან ცნობილ ამერიკელ მომღერალთან, დოლი პარტონთან ერთად შეასრულა.
კრისი ტეიგენმა და ჯონ ლიჯენდმა კი არჩევანი ერთ-ერთ ტროპიკულ კუნძულზე შეაჩერეს. წყვილმა კუნძულის ადგილმდებარეობის გასაჯაროება არ ისურვა. მათ უქმეები შვილებთან, ლუნასთან და მაილსთან ერთად პალმებით გარშემორტმულ სანაპიროზე გაატარეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კრისი და ჯონი მესამე შვილს ელოდებიან.
გამოცემა People-ის ინფორმაციით, ბრედ პიტი ახალი წელს მექსიკაში, ამერიკელ დიზაინერთან, ინეს დე რამონთან ერთად შეხვდა. ისინი პაპარაცებმა კაბო-სან-ლუკასში დააფიქსირეს. ტაბლოიდების ცნობით, წყვილი ერთად თავს მშვენივრად გრძნობს. როგორც ანონიმური წყარო ირწმუნება , „ბრედი ძალიან ბედნიერია ინესთან და ისინი ერთად შესანიშნავ დროს ატარებენ“.