მსახიობი ქალი მეზობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ძალადობა

ჭიათურის თეატრის მსახიობი, ლელა ვაჩნაძე კარის მეზობელს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. როგორც მსახიობი ამბობს, ფაქტი 3 კვირის წინ ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა.

ქალის მონაყოლის თანახმად,  კედლის მეზობელი, რომელიც ასევე ოჯახის ნათელმირონია, სახლში აჰყვა და მასზე იძალადა. კერძოდ კაცმა მას ძალით აკოცა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი ქალი სკამიდან გადმოვარდა და კუდუსუნის ძვალი დაიზიანა.

გავრცელებული ცნობით, ქალის მიერ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცი პოლიციამ უკვე გამოკითხა.