„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
პოლიცია „ექსტრასენსთა ბრძოლაში" გამარჯვებულ ოლეგ შეფსს ამოწმებს. ცნობილი ჯადოქარი ეჭვმიტანილია კლიენტებისთვის ფულის გამოძალვაში, მაგიის და სპირიტუალიზმის სესიების მეშვეობით.
სარატოველმა გოგონამ, რომელიც ოლეგ შეფსსის ფანატი იყო, გადაწყვიტა ესარგებლა ექსტრასენსის მომსახურებით და მას სოციალურ ქსელებში დაუკავშირდა. ექსტრასენისის პროფილის დათვალიერებისას გოგონა დარწმუნდა, რომ ნამდვილად მაგს უკავშირდებოდა და თავად მედიუმიც არ იყო წინააღმდეგი ფანთან საუბრის და მის გარდაცვლილ ნათესავებთანაც, "სიმბოლური" 35 ათასი რუბლისთვის. თუმცა ფულის მიღების შემდეგ ექსტრასენსმა გაწყვიტა ურთიერთობა. ახლა პოლიცია იძიებს, იყო თუ არა შეფსი გოგონას თანამოსაუბრე, თუ ის თაღლითებს გადაეყარა.
სხვათა შორის, ტელეგრამის არხში ჯადოქარი აქტიურად სთავაზობს თავის მომსახურებას. კერძოდ, ყველას შეუძლია შეიტყოს მომავლის შესახებ შეფსისთვის ფოტოს გაგზავნით. ეს ეღირება 3,5 ათასი რუბლი, ვიდეო ბმულის საშუალებით ექსტრასენსთან სესია თითქმის 10 ათასი რუბლი ღირს.შეგახსენებთ, რომ ოლეგ შეფსი პოპულარული შოუს „ექსტრასენსთა ბრძოლის" 21-ე სეზონის გამარჯვებულია, ის ასევე არის არანაკლებ ცნობილი, პროექტის გამარჯვებულის, ალექსანდრე შეფსის უმცროსი ძმა.