როდის გაიმართება American Idol-ის ფინალი

ნუცა ბუზალაძე

 American Idol-ის ფინალი, რომელშიც ნუცა ბუზალაძე მონაწილეობს, 21 მაისს გაიმართება. 

იქამდე მონაწილეებს სხვადასხვა დავალების და ჟანრის სიმღერების შესრულება მოუწევთ. 21 მაისს კი იქნება „დიდი ფინალი“. - ასე უწოდებენ თავად პროექტის შემქმნელები გადამწვეტ დღეს, როცა გამარჯვებული უნდა დასახელდეს. 

ამასთან, ლაივების დაწყების შემდეგ, მონაწილეების მხარდაჭერა შესაძლებელი იქნება. სწორედ გულშემატკივრები გადაიყვანენ მათ მომდევნო ტურებში.

ნუცა ბუზალაძემ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციაც გაავრცელა. 

https://idolvote.abc.com დარეგისტრირდით ამ ლინკზე. 17 აპრილს, ორშაბათს, 8 საათხე ABC ზე იწყება American idol ! საქართველოს დროით დილის 4 ზე!  მეგობრებო მხოლოდ ამ დროს გექნებათ იმის საშუალება, რომ მხარი დამიჭიროთ თუ იმყოფებით ამერიკაში მხოლოდ გადაცემის მსვლელობის დროს შეძლებთ გამომიგზავნოთ სმს ნომერზე (რომელიც რამდენიმე დღეში გვექნება და გაგაგევიბებთ) და თუ იმყოფებით საქართველოში მაშინ ონლაინ დარეგისტრირდით ამ ლინკზე და აქაც მხოლოდ გადაცემის მსვლელობის დროს შეგეძლებათ ონლაინ მომცეთ ხმა

(სადღაც 2 საათი გვექნება ხოლმე ხმის მისაცემად!) თქვენი იმედი მაქვს  მიყვარხართ“,- დაწერა ნუცამ.