„როდესაც ვინმე გეხმარება, ან რამეს გჩუქნის, შესაძლოა, მან შენი ჯანმრთელობა, სიცოცხლის წლები და ბარაქა წაიღოს...“ - რას ამბობს ნინუშკა ლისენკო

ბალანსი

მსახიობი და ცნობილი ტაროლოგი ნინუშკა ლისენკო ამბობს, რომ ვინმეს მიერ გაკეთებულმა უანგარო სიკეთემ, შესაძლოა, დაგვაზიანოს. 

როდესაც შენ ვიღაც გეხმარება ფინანსურად, ჩათვალე, რომ არ გეხმარება. ის, როგორც ვამპირი, შენს ფინანსურ არხს აჯდება.

სამყაროში ყოველთვის არის ბალანსი და როდესაც შენ ვიღაც გირიცხავს და გაძლევს ფულს, სამყარო მას აუცილებლად დაუბრუნებს. შენ კიდევ წაგართმევს და არ მოგცემს. ამიტომ, მუქთად არაფერი მიიღოთ და გააკეთოთ. ხშირად ვამბობ, არასდროს არაფერი მინდა უფასოდ. როცა რაღაც ვიდეოს ვუყურებ, „დონატებს“ ვურტყამ, როცა რაღაცას მჩუქნიან, სიმბოლურად, ყოველთვის ვაძლევ ფულს. 

ბევრს არ ესმის ეს, მაგრამ ასეა. როდესაც ბებოები ქუჩაში თუ სოფელში გეუბნებიან, მოდი უფასოდ გიმკითხაო ან შეგილოცოო, ამ დროს ფიქრობ, როგორი კეთილია, ფულს არ ითხოვს... შესაძლოა, შენგან ჯანმრთელობა, სიცოცხლის წლები და ა.შ. წაიღოს. 

უფასო არაფერი არის, როგორც ამბობენ, უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია. ყოველთვის ეცადეთ, რომ დააბალანსოთ,“ - ამბობს ტაროლოგი.

ასევე ნახეთ:

„გული მიფართხალებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული…“ - რამაზ გიგაურის ემოციური პოსტი

„მათი მაგიური ძალა მოქმედებს ყველაფერზე...“ - რის შესახებ წერს ეზოთერიკოსი

როგორი იანვარი ელით ზოდიაქოს ნიშნებს