1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რაც არ უნდა მშიერი იყო, ნელა ჭამე შვილო. ქრისტე ზოგჯერ კაცის სახით ჩამოივლის ხოლმე, შეიძლება მოვიდეს და ლუკმა გთხოვოს, ხო უნდა გქონდეს ცოტა მაინც დარჩენილი, რომ უწილადოო“ – მეტყოდა ხოლმე ბებიაჩემი. სწრაფად ჭამა ვიცოდი და ასე ცდილობდა ჩემს გადაჩვევას. ერთხელ გზაზე მანქანა ტალახში ჩავარდნოდათ და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა უბანში. ჩვენ მოგვადგა კარზე.
ბებიაჩემი პურს აცხობდა. სუნი იდგა მთელს უბანში. ვიქნებოდი ასე 8 – 9 წლის და ეზოში ვთამაშობდი. „უფროსი არის ვინმეო?“ პაპაჩემი არ იყო და დავუძახე ბებიაჩემს.
სამი მანეთი გაუწოდა ბებიაჩემს, „ბებო, მანქანა ჩაგვივარდა ტალახში, ტრაქტორს ველოდებით, აქაურები არ ვართ, მთელი დღის მშივრები ვართ და 1 – 2 პური მოგვყიდეო. ბებიაჩემმა, „შემოდი შვილო ეზოში, ოღონდ ეგ ფული ჯიბეში ჩაიდეო“.
სათონეში გამიყოლა, სამი პური დაადო ერთმანეთს, ერთი ნაზუქი, მერე ავედით სახლში, ყველი ამოიღო დერგიდან, პომიდორი, კიტრი, ნივრის მწნილი. „მოდი შვილო, ბოთლი დამიჭირეო“, ერთი ბოთლი ქლიავის არაყი ჩამომასხმევინა. გავუტანეთ ეს ყველაფერი და მივეცით.
„ღმერთმა ხელი მოგიმართოთო“, დალოცა ბებიაჩემმა. გამოგვართვა ამ ბიჭმა ეს ყველაფერი და არ მიდის. დგას ასე გაშტერებული და დაჰყურებს საჭმელს. მერე შეხედა ბებიაჩემს, მერე მე შემომხედა, მერე სახლს. ბოლოს თქვა რაღაცნაირად, მოგუდულად, „ვისი ოჯახია ესო?“„იასონ გიგაურისო“, თქვა ბებიაჩემმა ამაყად. მერე გადმომხედა და დაამატა „როცა დალევთ ესა და ამის ძმა მიდღეგრძელეთო“.გატრიალდა ეს ბიჭი წავიდა. ბებიაჩემიც სათონეში შებრუნდა. მე ვეღარ ვითამაშე, გული მიფართხალებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული…“
ასევე ნახეთ:
„ახალი წელი მოგცემთ იმას, რაც ბედნიერებისთვის გაკლიათ“ - დასახელდა 2024 წლის ფავორიტი ნიშნები