ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება
1751210254
რიკი მარტინს დისშვილი, დენის იადიელ სანჩესი სექსუალურ ძალადობასა და ინცესტში ადანაშაულებს. 21 წლის კაცის თქმით მას 7 თვის განმავლობაში ბიძასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
ცნობილი პუერტორიკოელი მომღერალი სანჩესის ბრალდებებს უარყოფს.
„სამწუხაროდ ადამიანს, რომელიც ჩემს კლიენტს ადანაშაულებს სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს. რა თქმა უნდა, რიკი მარტინს არ ჰქონია არანაირი სექსუალური თუ რომანტიკული ურთიერთობა საკუთარ დისშვილთან. ეს აზრი არა მხოლოდ არასწორი, არამედ ამაზრზენია. იმედი გვაქვს ამ ადამიანს გაუწევენ შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას და ეს საშინელი საქმე მალე დაიხურება". – განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა, ადვოკატმა მარტინ სინგერმა.
სასამართლო საქმეს მიმდინარე წლის 21 ივლისს განიხილავს. მომღერალი ოჯახურ ძალადობასა და ინცესტშია ბრალდებული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარტინს 50-წლიანი პატიმრობა ემუქრება.