დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე თამო ვაშალომიძე შეურაცმხყოფელ კონტექსტში გაჟღერდა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. თამომ ნეკას საჯაროდ ბოდიშის მოხდა სთხოვა, რაც ვერ მიიღო.
ამ ამბის შემდეგ, ფოტომოდელის მეორე ნახევარი სახლიდან წავიდა, თუმცა, ვაშალომიძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ისევ დაბრუნდა.
„ნეკა დოროყაშვილმა ძალიან ცუდად მომიხსენია სასამართლოზე, დამირეკეს ჟურნალისტებმა. მკითხეს, ვიცნობდი თუ არა ნიკოლოზ ბასილაშვილს და მქონდა თუ არა რამე ურთიერთობა, ამ ყველაფერმა ჩემს ოჯახზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მერე საოპერაციო გავხდი, გამირთულდა და 1 კვირა საავადმყოფოში დავრჩი. მაშინ აკა მხარში ამომიდგა.
ერთ-ერთ სალონის გახსნაზე ნეკას პირადად შევხვდი. როცა ადამიანი რაღაცას წუხს, როცა ავუხსენი, რომ ჩემი ქმარი სახლიდან წავიდა, მოვიდოდა და მეტყოდა, თამო, არასწორად გავიგე შენზე და ვწუხვარო. პირიქით, თქვა, რატომ იყო თამო ამ სალონის გახსნაზეო“ - იხსენებს თამო ვაშალომიძე.