„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
მომღერალი აჩიკო მეფარიძე წლების წინ მომხდარ უსიამოვნო შემთხვევას იხსენებს. მაშინ, როცა ის საზოგადოებაში უკვე ცნობილი იყო, მისი მამა დაიჭირეს. მას კი მოუწია, ისე გადაეცვა, რომ მასთან ციხეში შესული ვერ ეცნოთ.
„მამაჩემი გენერალურ პროკურორთან დაიბარეს, რომ გავიდა, სახლში აღარ დაბრუნებულა. ჩემი, ჩემი დის, ძმის, მშობლების სახლში ჩხრეკა ერთდროულად ჩატარდა. ფილმის სიუჟეტი იყო. თანხა, 100 000 $ იყო საჭირო, რომ შეგვეტანა. მინდოდა გამეგო, ჰქონდა თუ არა მამაჩემს გადადებული თანხა, თან მაშინ, როცა წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. როგორ გამეგო, ვერ მივწერდი, ტელეფონითაც შეუძლებელი იყო კონტაქტი. გადავწყვიტე, შევსულიყავი და მისგან გამეგო თანხაზე. მაშინ ჩემი და ჩემი დის ნიჭი მოვიხმარე გადასახვაში და სხვა ადამიანად გარდავისახე. მქონდა წვერი და ულვაში, ქუდი თავზე დახურული. ასე შევედი და მამას ველაპარაკე. ვერავინ გაიგო, რომ მასთან შვილი შევიდა.“ - იხსენებს მომღერალი გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“