რატომ იტირა საკუთარ დაბადების დღეზე თი მაჭავარიანმა

თი მაჭავარიანი

 „პრაიმ ჰაუსში“ თი მაჭავარიანი დაბადების დღემ დაძაბულობის გარეშე არ ჩაიარა.

პროექტის რამდენიმე მონაწილე იუბილარს დაბადების დღის წვეულების მომზადებაში არ დაეხმარა. 

ამ დამოკიდებულების გამო რეალითი შოუს წამყვანი, გიორგი ნაზღაიძე პროექტში დანიშნულ დროზე ადრე მივიდა, პროექტის მონაწილეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და გაფრთხილებით დაემუქრა.

ემოციებისგან დატვირთულმა თი მაჭავარიანმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.

„არ მინდოდა, რომ დრამები ყოფილიყო ჩემ დაბადების დღეზე“, - თქვა თი მაჭავარიანმა.