რატომ ისვამს ბიონსე წარბებზე ქაღალდის წებოს

ბიონსე

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ძვირად ღირებულ პროცედურებს ხშირად მიმართავენ.  თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სასურველი პარამეტრების მისაღწევად, ამ ყველაფრის პარალელურად ისინი საკმაოდ უცნაურ ხერხებსაც მიმართავენ. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, წარმოუდგენლადაც კი მოგეჩვენოთ.

მაღლა აწეული წარბები დიდი ხანია, რაც ბიონსეს იმიჯის განუყოფელი ნაწილია. ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ რა პროცედურებს მიმართავს მომღერალი წარბისთვის სასურველი ფორმის მისაცემად.

გაგიკვირდებათ და, მისი ელეგანტური წარბების საიდუმლო ძვირად ღირებულ პროდუქტებში სულაც არ არის. როგორც აღმოჩნდა, ბიონსესა და მის ვიზაჟისტს სილამაზის ერთი საკმაოდ უცნაური ხრიკი აქვთ.

ისინი წარბების ფორმის გამოსაკვეთად საკანცელარიო წებოს იყენებენ. არტისტის თქმით, იგი წარბს შესანიშნავ ფორმას აძლევს, არ ხურავს ფორებს და კანიდან ადვილად ირეცხება.