რას უკავშირდება დავით გაფრინდაშვილის მეტსახელი „ბზიკო“

ბზიკო

„პრაიმ ჰაუსის“ ახალი მონაწილე, დავით გაფრინდაშვილი, იგივე „ბზიკო“ ფართო საზოგადოებამ გაიცნო როგორც ინფლუენსერ თი მაჭავარიანის მეუღლე, თუმცა, თის განცხადებამ, რომ წყვილი ერთად აღარ არის, ბევრი მითქმა-მოთქმა გააჩინა. ამას დაემატა „ბზიკოს“ რეალით შოუში შესვლაც.

დავით გაფრინდაშვილი საზოგადოებას გაეცნო როგორც „ბზიკო“, თუმცა, ბევრმა არ იცის, ეს რასთან ასოცირდება.

ბზიკო“ ჩემი ერთ-ერთი რობოტის გამო დამერქვა, რომელიც შოუების გამო ჩამოვიყვანე. Bumblebee-ის ქართული ვერსია გვინდოდა, „ფუტკარი“ არ მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე ახლოს „ბზიკო“ იქნებოდა. შემდეგ, როცა შოუს თავი დავანებე, ეს სახელწოდება შემრჩა და დღემდე, მესამე წელია მომყვება. 

მომწონს, არც ჩემს სახელს ვუწუნებ რამეს, მაგრამ როგორც შოუმენი, მირჩევნია მეტსახელით ვიყო საზოგადოებაში და „ბზიკო“ შევინარჩუნო“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ „ბზიკომ“.

ასევე ნახეთ:

ნიცა თავაძის დედა შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

როგორ გამოიყურებოდა მარტა ბარამიძე წლების წინ - ნახეთ ფოტოები

„იმიტომ გიჟდებით ასე... გმადლობთ, ნახვამდის“ - რას წერს ნინი შერმადინი კვარასა და მის მეუღლეზე