ნიცა თავაძის დედა შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

ნიცა

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ქართველმა გულშემატკივრმა მისი ოჯახიც განსაკუთრებულად შეიყვარა. ხვიჩას მეუღლის, ნიცა თავაძის შესახებ მომზადებულ სტატიებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ მედიაშიც ხშირად შეხვდებით.

რამდენიმე დღის წინ, წყვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა. იტალიური ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის, მე-17 ადგილი დაიკავა. ის დაჯილდოებაზე მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა.

წყვილის ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად მალევე გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოს ნიცას დედა, მარიამ კაციტაძეც აქვეყნებს. 

ასევე ნახეთ:

ვინ არის ნიცა თავაძის დედა - ნახეთ ფოტოები

„ამ ბიჭს უმშვენიერესი ცოლი ჰყავს!“ - წითელ ხალიჩაზე ნიცა თავაძის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა