რას ამბობს ხატია შამუგია მეუღლეზე და რატომ არ გაამხილა მიღებული საჩუქარი - „ჩემთვის ვალენტინობა მნიშვნელოვანია“

shamugia

პიარმენეჯერი ხატია შამუგია ვალენტინობაზე, საყვარელ ადამიანსა და ამ დღის მნიშვნელობაზე "პრაიმტაიმს" ესაუბრა. როგორც ის ამბობს, მისთვის სიყვარულის დღე ინტიმური დღესასწაულია.

"ვალენტინობა ის დღესასწაულია, რომელსაც ნაწილი აღიარებს, ნაწილი - არა. ჩემთვის ვალენტინობა მნიშვნელოვანია, ორის დღესასწაულია, ინტიმურია, სადაც ორი ერთმანეთს სიყვარულს უხსნის. ამიტომ ინკოგნიტოდ დავტოვებ კონკრეტულად რა საჩუქარი მივიღე მეუღლისგან, მაგრამ ნადვილად მივიღე.

"პრაიმტაიმის" მკითხველს მოგვიანებით ვულოცავ ვალენტინობას. ვეთანხმები აზრს, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა, მაგრამ 14 თებერვალი მაინც მნიშვნელოვანი თარიღია და მოეფერეთ ერთმანეთს.

მე და ჩემს მეუღლეს მანძილი და პანდემია დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ სიყვარულს საზღვრები არ აქვს." - ამბობს ხატია შამუგია.

ხატია შამუგიას მეუღლე, აჩიკო მინდაძე ირლანდიაში ცხოვრობს, თავად ხატია კი საქართველოშია.