დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ მაყურებლების კითხვებს ლენუკა ყიფშიძემ უპასუხა. ლენუკამ ისაუბრა პროექტში მისვლის გადაწყვეტილებაზე და უპასუხა კითხვას, მოხვდებოდა თუ არა იქ, ზურა ყიფშიძის შვილი რომ არ ყოფილიყო.
„ქალს ბევრი ეტაპი აქვს, 40 წლამდე რაღაცნაირად ცუდი წლები გავიარე, არ ვმუშაობდი, სულ სახლში ვიჯექი, ბავშვები, ოჯახს ვუვლიდი... ნერვები ცუდ მდგომარეობაში მქონდა, ეს უმუშევრობა, ყველაფერი დამიგროვდა. მერე მერიაში შემომთავაზეს მუშაობა, ამან ცოტა წამწია. ამოვიქოქე, ფსიქიკა დამილაგდა.
როცა „პრაიმ ჰაუსი“ გამოჩნდა და შემომთავაზეს, ისე გამიხარდა... 40 წლის რომ გავხდი, თითქოს ჩავიკეტე და მეგონა, ჩემი ცხოვრება დამთავრდა, ასაკში ვიყავი და კომპლექსი დამეწყო, რადგან 40 წლის გავხდი. არ ვიცი რატომ.
მინდოდა, რომ ხალხს გავეცანი... რა თქმა უნდა, სანამ ცოცხალი ვიქნები, ყოველთვის ზურა ყიფშიძის შვილი ვიქნები. დავიბადე ყიფშიძეების ოჯახში, მე არ შემიქმნია არაფერი, უბრალოდ, მე ვარ ლენუკა, ზურას შვილი. დღემდე მიხარია და ყოველთვის ვიამაყებ, რომ ასეთი მამის და ოჯახის შვილი ვარ“,- ამბობს ლენუკა.