პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოფო ტოროშელიძეს ჰკითხეს, რას ფიქრობს ახლა, როდესაც მისი დაწუნებული ნათია თოდუა გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული გახდა.
„როცა მან გაიმარჯვა, ძალიან გამიხარდა. სამი წლით ადრე, როდესაც ის მოვიდა ქართულ პროექტში, სხვათა შორის, მე არ გამიშვია ის პროექტიდან და ეს არ ახსოვს არავის. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მაშინ „იქს ფაქტორის“ მუსიკალური პროდიუსერიც ვიყავი და მე მივიღე ის, როგორც კონკურსანტი.
როცა კასტინგის დავალება შეასრულა, იმ კონკრეტულ მომენტში არ მომეწონა. პროექტიც რომ გამოსულიყო საინტერესო, უბრალოდ ვთქვი არა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინტრიგაც ყოფილიყო და საინტერესოც ყოფილიყო.
ვიცოდი, რომ გადალახავდა შემდეგ ეტაპზე. გადალახა, მოხვდა მენტორთან და შემდეგი ეტაპი ვერ გადალახა, სადაც მისმა მენტორმა გადაწყვიტა ასე. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ქართველი კონკურსანტები ბევრად ჯობნიან გერმანული და ბრიტანული პროექტების მონაწილეებს…“