ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1679000671

რა რეაქცია ჰქონდა სოფო ტოროშელიძეს, როდესაც მისმა დაწუნებულმა ნათია თოდუამ გერმანულ „ვოისში“ გაიმარჯვა

სოფო ტოროშელიძეს ჰკითხეს, რას ფიქრობს ახლა, როდესაც მისი დაწუნებული ნათია თოდუა გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული გახდა.„როცა მან გაიმარჯვა, ძალიან გამიხარდა. სამი წლით ადრე, როდესაც ის მოვიდა ქართულ პროექტში, სხვათა შორის, მე არ გამიშვია ის პროექტიდან და ეს არ ახსოვს არავის. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მაშინ „იქს ფაქტორის“ მუსიკალური პროდიუსერიც ვიყავი და მე მივიღე ის, როგორც კონკურსანტი.როცა კასტინგის დავალება შეასრულა, იმ კონკრეტულ მომენტში არ მომეწონა. პროექტიც რომ გამოსულიყო საინტერესო, უბრალოდ ვთქვი არა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინტრიგაც ყოფილიყო და საინტერესოც ყოფილიყო.ვიცოდი, რომ გადალახავდა შემდეგ ეტაპზე. გადალახა, მოხვდა მენტორთან და შემდეგი ეტაპი ვერ გადალახა, სადაც მისმა მენტორმა გადაწყვიტა ასე. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ქართველი კონკურსანტები ბევრად ჯობნიან გერმანული და ბრიტანული პროექტების მონაწილეებს…“ 

ნათია თოდუა

შოუბიზნესი 1678686181

ნათია თოდუას ოჯახური ახალი კადრები - დაათვალიერეთ ფოტოები

ნათია თოდუა სოციალურ ქსელში გამომწერებს ოჯახურ კადრებს უზიარებს. მომღერალი რამდენიმე ხნის წინ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, დავით ზურაბაშვილს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ჰუგო დაარქვეს.„ყოველთვის ვიცოდი, რომ 27-ე დაბადების დღე ჩემთვის განსაკუთრებული იქნებოდა. და აი, ჩვენ მივესალმებით ჩვენს პატარა ბიჭს, ჰუგოს. შენ ხარ ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი”, – წერს ნათია თოდუა.            View this post on Instagram                       A post shared by Natia Todua (@natiatoduaofficial)

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1678659120

„ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი ხარ...“ - ნათია თოდუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ნათია თოდუა იუბილარია.მომღერალი 27 წლის გახდა. „ყოველთვის ვიცოდი, რომ 27-ე დაბადების დღე განსაკუთრებული იქნებოდა ჩემთვის. და აი აქ არის ჩვენი პატარა ჰუგო. ჩემი დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი ხარ...“, - წერს ნათია თოდუა. 

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1678128369

ნათია თოდუა დედა გახდა - ნახეთ, რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს

მომღერალი ნათია თოდუა დედა გახდა. წყვილს პირველი შვილი გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ სამშობიაროში შეეძინა.ახალშობილს ჰუგო დაარქვეს.ცნობისთვის, ნათია თოდუა გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა, წვეულება კი “შატო ბუერაში” გამართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1676837189

ვიდეო: „39 კვირის ორსული...თავს კარგად ვგრძნობ“ - რა ვიდეოს ავრცელებს ნათია თოდუას მეუღლე

მომღერალი ნათია თოდუა ფეხმძიმედაა და პატარას დღე-დღეზე ელოდება.მისი მეუღლე, დავით ზურაბაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნათია ცეკვავს.„39 კვირის ორსული…თავს კარგად ვგრძნობ”, – წერს ნათია ვიდეოზე.ცნობილია, რომ წყვილმა ჯვარი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერეს. მათ ქორწილში გაიგეს მომავალი შვილის სქესიც.

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1676729640

„კონვერტში ჩადებული წერილი გადმომცა, სადაც ეწერა, რომ...“ - რას იხსენებს ნათია თოდუას მეუღლე

მომღერალი ნათია თოდუა და მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილი, მალე მშობლები გახდებიან. „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს.„იმდენად დიდი თავისუფლება ვიპოვეთ ერთმანეთში, რომ ვიფიქრეთ, ეს ხომ არ იყო მეგობრობაზე მეტი. შემდეგ უკვე სიყვარულში გადაიზარდა. ვიგრძენით და დავიწყეთ ამ გრძნობის გამჟღავნება. სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთის მობეზრების მომენტი არასდროს გვქონია. ყოველდღე უფრო მტკიცდებოდა ეს გრძნობა”, – საუბრობს ნათია თოდუა.მომღერლის მეუღლე ასევე იხსენებს, როგორ გაუმჟღავნა ნათიამ, რომ მალე მშობლები გახდებოდნენ.„მან კონვერტში ჩადებული წერილი გადმომცა, რომელშიც ეწერა, რომ ჩვენი შვილის გულის ცემის მოსასმენად უნდა წავსულიყავით. ვერ მივხვდი, არც ვგეგმავდით და მოულოდნელი სიურპრიზი იყო, ძალიან სასიხარულო. დღე-დღეზე ველოდებით პატარას”, – საუბრობს დავით ზურაბაშვილი.

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1675626529

„მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხმძიმე ნათია თოდუა

„მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას, პატარა ბიჭო“ - წერს მომღერალი ნათია თოდუა და ახალ ფოტოებს აქვეყნებს.ცნობისთვის, ნათია თოდუასა და მისი რჩეულის, დავით ზურაბაშვილის, ულამაზესი ქორწილი რამდენიმე თვის წინ, კახეთში გაიმართა. წყვილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. აღსანიშნავია, რომ ქორწილს საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა.ნახეთ ფოტოები ↓

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1674411147

„ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში ორი გული ერთნაირად ძგერს...“ - ნათია თოდუა ბავშვს ელოდება (ფოტოები)

მომღერალი ნათია თოდუა ბავშვს ელოდება. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „არ ვიცი როგორ აღვწერო ორსულობა. მაგრამ მე ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს გულში ორი გული ერთნაირად ძგერს. ეს ჯადოსნურია...“, - წერს მომღერალი.

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1669197780

VIDEO: „არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი უხერხული მომენტი...“ - რას წერს ნათია თოდუა

მომღერალი ნათია თოდუა შტუტგარტის ჯაზ ფესტივალზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და ერთ უხერხულ მომენტს იხსენებს.„არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი უხერხული მომენტი ამ ფესტივალიდანჩვენი კონცერტის დასასრულს გამოვაცხადე , რომ შევასრულებდით ქართულ სიმღერას და ამით დავასრულებდით ჩვენს გამოსვლას შტუტგარტის ჯაზ ფესტივალზე.ჩემი გამოცხადების შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორმა მანიშნა, რომ ჩვენი დრო უკვე ამოიწურა და სცენაზე გამოსასვლელად ემზადება Jamie Cullum რადგან უკვე გამოცხადებული მქონდა, რომ ქართული სიმღერა იქნებოდა ბოლო ნომერი , ვერ შევძელი მსმენელთან მოულოდნელად დამშვიდობება და დავიწყეთ დაკვრა პირდაპირ ძალიან ვამაყობდი იმით, რომ ამ ფესტივალზე ქართული სიმღერა პირველად გაჟღერდა, მაგრამ ამასთანავე ძალიან განვიცდიდი იმას რომ ჩვენს დროს გადავაჭარბეთ..ასე სცენაზე მე მგონი კონკურსის მერე არ მინერვიულია. ჩვენს მსმენელს ძალიან მოეწონა, ჩვენც ვისიამოვნეთ და იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრ საინტერესო, მნიშვნელოვან და ლამაზ სიახლეებს გაგიზიარებთ ძვირფასო მეგობრებო.პ.ს კონცერტის დასასრულს სცენიდან რომ გავდიოდით, ვაკვირდებოდი ორგანიზატორს, რომელიც ბოლოს როგორც იქნა დამშვიდდა, მოვიდა და მომილოცა სადებიუტო გამოსვლის წარმატებით შესრულება“, - წერს ნათია თოდუა. 

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1668155306

ნახეთ ნათია თოდუას ახალი იმიჯი - მისმა გარეგნობამ ფანები აღაფრთოვანა

მომღერალ ნათია თოდუას ახალი იმიჯი აქვს. „ჩემი ახალი ლუქი, ძვირფასო ანდრე, როგორც ყოველთვის შენ მე ახალი სტილით მაბედნიერებ“, - წერს ნათია თოდუა და ფოტოებს აქვეყნებს.  

ლიზი გოგუა

ტაბლოიდი 1667107260

VIDEO: „არაჩვეულებრივი შესრულება“ - ლიზა გოგუას გამოსვლა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალში

18 წლის ქართველმა მომღერალმა ლიზა გოგუამ გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალში ბრუნო მარსის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა.როგორც ირკვევა მომღერლის გამოსვლას გერმანული „ვოისის“ ქართველი გამარჯვებული ნათია თოდუაც ესწრებოდა.მანამდე ლიზამ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით დაწერა:„ნახევარფინალისტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა!სიტყვებით ძალიან ძნელია ჩემი ემოციის გადმოცემა! ოცნებები ხდება და გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალში ვარ!ყველაფერი ჯერ წინ არის!რამდენიმე კვირაში ლაივ შოუზე შევხვდებით!“ 

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1667037809

„ჩემთვის და დათოსთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღე იყო“ - ნათია თოდუა

მუსიკოს ნათია თოდუასა და მისი რჩეულის, დავით ზურაბაშვილის, ულამაზესი ქორწილი ახლახან კახეთში გაიმართა. წყვილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. „ჩემთვის და დათოსთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღე იყო და ალბათ, ასეთად დარჩება მთელი ცხოვრება. სამწუხაროდ, ასეთი ემოციები აღარ მეორდება. ჩვენ ჩვენს თანაცხოვრებას ძალიან სახალისოდ ვატარებთ. გვიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები, ემოციებით დატვირთული ცხოვრება გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ქორწილი ცხოვრებაში ერთხელაა და შესაბამისად, ის ემოციებიც, რომელიც მას ახლავს და რომელსაც იზიარებ ოჯახთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად. მიხარია, რომ ეს დღე ერთად აღვნიშნეთ საქართველოში და ჩვენთვის ძალიან ძვირფას ადგილას – კახეთში“ - ამბობს ნათია თოდუა „თბილისელებთან“ ინტერვიუში