სასტიკი ბრალდებები გაუპატიურებასა და სექსუალურ ექსპლუატაციაში - 22 წლის ელეონორა ბრიტანეთის ციხეში 8,5 წელს გაატარებს

ბრიტანეთი

ბრიტანულმა სასამართლომ 22 წლის ელეონორ უილიამსს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომლის დახვეწილმა ბრალდებებმა მამაკაცების მიერ გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ მისი მსხვერპლის სასტიკი შევიწროება გამოიწვია, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო.

როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, ცემაც კი, რომლის კვალიც ბრალდებულმა სოციალურ ქსელებში გამოფინა, საკუთარ თავს თავად მიაყენა - ადგილობრივ სუპერმარკეტში ნაყიდი ჩაქუჩით დარტყმებით. ექიმებმა და სამართალდამცველებმა ჯერ ვერ გაარკვიეს მიზეზები, რის გამოც ქალმა ასეთ უკიდურეს ზომებს მიმართა. 

ჩრდილო-დასავლეთ კუმბრიის მკვიდრი, სამშაბათს გაასამართლეს, მართლმსაჯულების შეფერხებისა და მრავალჯერადი გაუპატიურების შესახებ ტყუილისა და მეზობელ ქალაქებში და მის ფარგლებს გარეთ აზიელი „სუტენიორების“ ბანდის მიერ სექს-მონად გამოყენებისთვის.

განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ მის ჩვენებას „სრული ფიქცია“ უწოდა და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის დროს მას სინანულის ნიშნები არ გამოუჩენია.

თავად უილიამსი აგრძელებდა უდანაშაულობის მტკიცებას, მაგრამ გამოთქვა სინანული იმის გამო, თუ რამხელა ძალადობა და არეულობა გამოიწვია მისმა განცხადებებმა მის მშობლიურ ქალაქში.

"მე არ ვამბობ, რომ მე ვარ დამნაშავე, მაგრამ ვიცი, რომ რაღაცაში ვცდებოდი. შოკირებული ვარ ბაროუში მომხდარი არეულობებით. რომ მცოდნოდა, რომ ასეთი შედეგები მოჰყვებოდა, არასდროს მოვიქცეოდი ასე“, - თქვა უილიამსმა.


უილიამსის მიერ ცილისწამებული სამი მამაკაცი საუბრობდა თვითმკვლელობის მცდელობაზე და მისი მომხრეების მიერ დევნის გამო დანგრეულ ცხოვრებაზე.

ერთ-ერთმა მათგანმა, ჯორდან ტრენგოვმა, 2,5 თვე გაატარა ციხეში გაუპატიურების ბრალდებით. სასამართლოში უთხრეს, როგორ გამოჩნდა მისი სახლის ფასადზე წარწერა „მოძალადე“.

კიდევ ერთმა, 43 წლის ბიზნესმენმა მუჰამედ რამზანმა, დაახლოებით 500-მდე მუქარა მიიღო და იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი. უილიამსმა მას ბანდის ლიდერი უწოდა, რომელიც ქალებს ექსპლუატაციას უწევდა.
მესამე კაცი, რომელმაც სასამართლოში ჩვენება მისცა, ოლივერ გარდნერი, მას შემდეგ, რაც ოლივერმა დაადანაშაულა გაუპატიურებაში, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა თვითმკვლელობის მცდელობის გამო.

ჩალურჯებული თვალი და ნახევრად მოჭრილი თითი
უილიამსის სახელმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 2020 წლის მაისში, როდესაც მან თავის ფეისბუქზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, სადაც მისი სახე და სხეული იყო დაფარული საშინელი სისხლჩაქცევებითა და დასახიჩრებით, მათ შორის ჩალურჯებული თვალი და ნაწილობრივ მოჭრილი თითი.

ფოტოების თანმხლებ პოსტში უილიამსმა დაწერა, რომ თავდამსხმელები - ძირითადად პაკისტანური წარმოშობის ბიზნესმენები - სცემეს და აიძულეს სექს-წვეულებებზე დასწრება.

უილიამსის ჩვენებები ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, რის შემდეგაც აქტივისტებმა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას ებრძოდნენ, მის მხარდასაჭერად დააფუძნეს კამპანია სახელწოდებით "სამართლიანობა ელისთვის". კამპანიას ჰყავდა 100 000 გამომწერი Facebook-ზე მთელი მსოფლიოდან.

კამპანიის წარმომადგენლებმა სუვენირების ხაზიც კი გამოუშვეს მისი სიმბოლოებით - მეწამული სპილო და დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებს შორის იყო ქვეყნის ულტრამემარჯვენე მოძრაობის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ტომი რობინსონი. აქციის მონაწილეებმა პოლიცია დაადანაშაულეს უილიამსის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობაში.

უილიამსი სასამართლოში ამბობდა, რომ მოჰამედ რამზანმა იგი სავარაუდოდ მიიყვანა ბლექპულის სასტუმროში და აიძულა რამდენიმე მამაკაცთან სექსი. პოლიციამ დაადგინა, რომ სინამდვილეში უილიამსი თვითონ წავიდა იქ, იქირავა სასტუმროს ნომერი, იყიდა ლაფშა და შეჭამა, YouTube-ის ვიდეოს ყურებისას.

პოლიციამ ასევე ამოიღო უილიამსისგან ექვსი მობილური ტელეფონი და აღმოაჩინა, რომ მან შექმნა სოციალური მედიის პროფილები იმ მამაკაცების სახელით, რომლებსაც მოძალადეები უწოდა და აქვეყნებდა სხვადასხვა დამადანაშაულებელ შეტყობინებებს, სავარაუდოდ, მათი სახელით.