რა ხდება სცენის მიღმა ოთო ფოლადაშვილსა და ჯულიანა ბარგ-ნარს შორის

ჯულიანა ოთო

მოცეკვავე ჯულიანა ბარგ-ნარის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის  დიდია. ბევრს საუბრობენ მისი და ოთო ფოლადაშვილის წყვილზე. გარდა სასცენო პარტნიორისა, საუბრობენ მათ პირად ურთიერთობაზეც, თუმცა, ამაზე არც ერთი მათგანი კომენტარს არ აკეთებს.

ჯულიანა „სარკესთან“ ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს.

ჯულიანა ბარგ-ნარი: წლებს ნამდვილად ვეღარ ვითვლით. 12-13 წელი მაინც იქნება გასული. ძალიან რთულია, რომ ჩვენს სფეროში ამდენი წელი შენარჩუნდეს პროფესიონალური წყვილი. ჩვენ პირველივე ეტაპზე კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი არის ერთი მიზანი.

ორ ადამიანს შორის ყოველთვის შეიძლება მოხდეს კამათი, ეს ბუნებრივია. მაგრამ არასდროს მისულა საქმე იქამდე, რომ გვეთქვას: „მე შენთან აღარ ვიცეკვებ“. ორივე ძალიან ერთგული ვართ, რაც ჩვენს პროფესიაში მეტად მნიშვნელოვანია.

- ამბობენ, რომ შეიძლება ცხოვრებაშიც წყვილი იყოთ...

ამაზე არაფერს ვამბობთ. ბუნებრივია, როდესაც ხარ ცნობადი სახე, უფრო მეტად აინტერესებთ შენი პირადი ცხოვრება და დეტალები.როდესაც ამაზე პასუხს შენგან ვერ იღებენ, შემდეგ თავად ქმნიან ამბებს. ვინც რა უნდა, თქვას, ჩვენ ამაში არ ვერევით. ამ ყველაფერში არ არის საჭირო ჩავეძიოთ, რადგან ჩვენი პირადი ცხოვრება ჩვენია და ამ თემაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი.

- ანუ ყველაფერი ჭორია და არ არის სიმართლე?

ამაზე არ ვსაუბრობთ.