NASA: ამ კვირაში დედამიწას ძლიერი მზის შტორმი დაფარავს - ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ
1747861893
რა ფერის შილაქი უნდა შეარჩიოთ ივნისში, რომ ფინანსური წარმატება მოიზიდოთ? ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო საუბრობს და შემდეგ რეკომენდაციას ავრცელებს:
„მანამ, სანამ ფერებს დავასახელებ, მინდა ვუთხრა იმ „ჭკვიანებს“, რომლებიც ამბობენ, შენ თუ რაღაც შილაქს წაისვამ, ამით ფულს ვერ იშოვი და გამოცდას ვერ ჩააბარებო - უთქვენოდ არ ვიცოდით?! რიტუალისტიკა, ნუმეროლოგია, შილაქი და ათასი რამ, გვეხმარება იმაში, რომ ჩვენს მიზანთან პრობლემების გარეშე უფრო იოლად მივიდეთ. მეც ძალიან კარგად ვიცი, წითელი ფერის შილაქი რომ წავისვა და დივანზე დავწვე, ფული არ იქნება, ამიტომ თქვენი ახსნა საჭირო არ არის.
მაისის შილაქის ფერი გვქონდა წითელი, ბევრმა მომწერა, რომ ხელი სთხოვეს, სახლი იყიდა, სამსახურში ახალი პოზიცია აქვს და ა.შ.
თუ წარუმატებლობა არ გინდათ, ყვითელ და ვარდისფერზე არჩევანი არ შეაჩეროთ.
ღია სალათისფერი და მუქი ჭაობისფერი ივნისის თვეში ფულის ფერი იქნება. მეც ამის შესახებ ვიგებ ასტროლოგისგან, რომელიც გამოთვლებს აკეთებს და შემდეგ თავის ვლოგში დებს.
ვისაც არ გიცდიათ, ჩემი რჩევაა, ერთხელ მაინც სცადოთ და მიხვდებით, რომ ძალიან მაგრად ჭრის,“ - ამბობს ეზოტერიკოსი.