რა ესიზმრებათ ადამიანებს ყველაზე ხშირად მსოფლიოსა და საქართველოში - Google-ის მონაცემები

ცუგა

ძილის საკითხებისადმი მიძღვნილ პლატფორმაზე Mornings.co.uk-ზე მომუშავე სპეციალისტთა გუნდმა დაადგინა, რომ გლობალურად სიზმრები ყველაზე ხშირად გველებს უკავშირდება, ქვეწარმავლებს, რომლებისაც თითქმის ყველას ეშინია, რაც ხშირად ფობიის სახესაც იღებს. მაგალითად, ბრაზილიაში ამ არსებებზე სიზმრების შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად 352 000-ჯერ ეძებენ, ჩვენს მეზობელ თურქეთში კი - 214 000-ჯერ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

იმ რეგიონებში, სადაც შხამიანი გველები ბინადრობენ, ისინი ყველაზე ხშირად ესიზმრებათ, თუმცა გამონაკლისია არც სხვა ქვეყნებია, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, სადაც საშიში სახეობები ნაკლებად გვხვდება. დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის დასავლეთ ნაწილში Google-ის საძიებოში კბილების ჩამოცვენაც ჭარბობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი თემატიკის სიზმრები თვეში 81 000-ჯერ იძებნება. აშშ-ში, ასევე, გავრცელებულია სიზმრები არდადეგებზე, დათვებსა და ობობებზე.

გარდა ამისა, საერთო ჯამში, მსოფლიოში სიზმრები ხშირად ქორწინებას, ყოფილ სასიყვარულო პარტნიორს, ორსულობასა და სექსს ეხება.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში პირველ ადგილს ორსულობის შესახებ სიზმრები იკავებს. როგორც Google-ის მონაცემებიდან ვიგებთ, მსგავსი რამ აქ თვეში 30-ჯერ იძებნება, რაც საკმაოდ მცირე რაოდენობაა, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც გვიქმნის. ამით საქართველო ისეთი სახელმწიფოების სიაში შედის, როგორიც ბელარუსი, დანია, გერმანია, ინდონეზია, იტალია, მაროკო, შვეიცარია, ტანზანია, ქუვეითი და ლიბანია.