რა არის შავი პარასკევი - რეალური ისტორია

"შავი პარასკევი"

დღესასწაულების სახელწოდებები, როგორც წესი, საკმაოდ მარტივია. ახალი წელი, მადლიერების დღე და ა. შ. ყველას აქვს წარმოშობა, რომელთა გარკვევა საკმაოდ ადვილია. მაგრამ, "შავი პარასკევი" გამონაკლისია. მისი წარმოშობის რამდენიმე ისტორია არსებობს, გააჩნია, თქვენ ყველაზე მეტად რომლის გჯერათ.

ამერიკის ყველაზე მასშტაბური "საშოპინგო" დღესასწაულის წარმოშობა ფინანსურ კრიზისს და , ამ მოვლენების გამო, შეშფოთებულ პოლიციასა და მე-19 საუკუნის მონათმფლობელებს უკავშირდება. მოდით, გავარკვიოთ, რა არის "შავი პარასკევის"  ისტორია.

ნამდვილად ვერავინ იტყვის, ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც სახელწოდება "შავი პარასკევი" პირველად წარმოთქვა, მაგრამ აქ არის ყველაფერი, რაც მისი წარმოშობის შესახებ ვიცით.

ორიგინალი "შავი პარასკევი" დღესასწაულად არ ითვლებოდა. History Channel-ის თანახმად სახელი პირველად 1869 წლის ფინანსური კრიზისის აღსაწერად გამოიყენეს, რომელიც აშშ-ში კორუფციამ და ბირჟაზე მოქმედმა თაღლითურმა სქემებმა გამოიწვია. ოქროს ბაზარი მთლიანად განადგურდა. იმ დღეს, უოლ-სტრიტზე ორი უმსხვილესი ინვესტორის, ჯეი გოლდის და ჯიმ ფისკის აქციების ფასი, ერთ დღეში, ბაზარზე 20%-ით დაეცა. 

-------

თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ეს სახელწოდება, რომელიც მადლიერების დღის შემდეგ დღეს უკავშირდება, წინა ისტორიასთან საერთოდ არ არის დაკავშირებული. ამ ტერმინის ხმარება ფილადელფიის პოლიციამ 1960-იან წლებში თავიდან დაიწყო. ამჯერად, ის საშინელი, გადატვირთული დღეების აღსაწერად გამოიყენეს, როდესაც ოჯახები, შაბათ-კვირას, ყოველწლიური ფეხბურთის თამაშების წინ, ქალაქში შემოდიოდნენ. ტერმინი არც მაშინ გამოხატავდა ბედნიერებას. ქალაქში მაღაზიები და ავტობუსები გადატვირთული იყო, პოლიციას კი სრული დატვირთვით უწევდა მუშაობა.

როგორ გახდა ის ასოცირებული საყიდლებთან?

როგორც გაირკვა, ფილადელფიაში ჩამოსული ადამიანები აქ მხოლოდ ფეხბურთის საყურებლად არ მოდიოდნენ. მეორე მიზეზი ქალაქში "შოპინგი" იყო. ქალაქის საცალო ვაჭრობა, რომელსაც გაზრდილი ტრაფიკის კაპიტალიზაცია სურდა, „შავი პარასკევის“ გარშემო უარყოფითი დამოკიდებულების წაშლას ცდილობდა.

თავიდან იყო მცდელობა, ამ დღისთვის „დიდი პარასკევი“ეწოდებინათ, მაგრამ სახელი არ დამკვიდრდა. ასე რომ, სარეკლამო სპეციალისტებმა ორიგინალური მეტსახელის დამკვიდრება დაიწყეს. Telegraph- ის თანახმად, გაზეთები დაინტერესებული მოვაჭრეებს მოსაზიდად, რეკლამებს სათაურით "შავი პარასკევი" 1966 წლის დასაწყისიდან იყენებდნენ. 1975 წლისთვის მათ ავტობუსისა და ტაქსის მძღოლებიც შემოუერთდნენ და ამ ტერმინის გამოყენება, იმ დღის საგზაო მოძრაობის აღსანიშნად გამოიყენეს, რომლისაც ყოველ წელს ასე ეშინოდათ.

1980-იანი წლებისთვის ფრაზა მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ბიზნესმენებმა მადლიერების დღის შემდეგ, საცალო ვაჭრობის ფასდაკლებების გამოცხადება ყველა ქალაქში დაიწყეს. ამ მოვლენების შემდეგ, სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. უკვე დღეს, "შავი პარასკევი" აშშ-ში ხუთშაბათის ღამიდან თითქმის შაბათის დილამდე მოქმედებს და თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი მომხმარებელს აქციით სთავაზობს პროდუქტს, რომლის შეძენაც, წლის განმავლობაში, ყველას არ შეუძლია.