დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
46 გარდაცვლილი და 20-ზე მეტი უგზო უკვლოდ დაკარგული - შრი-ლანკას აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონებს ციკლონმა "დიტვამ" გადაუარა.
ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 43 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. განადგურებულია ათასამდე საცხოვრებელი სახლი და კერძო მეურნეობა. ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სამთავრობო უწყებების ნაწილი და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
დაზარალებული რაიონებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.