1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა. „პრაიმტაიმის“ მკითხველმა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია უკვე შეიტყვეს. ერთ-ერთი მონაწილე მუსიკოსი ნიკა გოგვაძეა, რომელიც ქართველებისთვის საყვარელ მომღერალს, რატი დურგლიშვილს ძალიან ჰგავს. როგორც ნიკა ამბობს, ისინი ნათესავები არიან.
„ხელოვნებაში გადართული მოსიყვარულე მშობლები მყავს. ყური იქიდან განმივითარდა, ხელოვანი სანათესაო მყავს. ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ რატი დურგლიშვილს ვგავარ. საინტერესო ცხოვრებიდან საინტერესო პროექტში გადავდივარ. ვნერვიულობ...“ - ამბობს ნიკა გოგვაძე.