პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდა მსახიობი, ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა. ლევანი მაყურებელმა ფილმიდან „გასეირნება ყარაბაღში“ გაიცნო.
ლევან დობორჯგინიძეს და მიშა მესხს ფილმმა „გასეირნება ყარაბაღში“ დიდი პოპულარულობა მოუტანა. ფილმი კინოჰიტად იქცა. ამ ყველაფრის მიღმა კი ლევან დობორჯგინიძის ცხოვრებაში ერთი საბედისწერო დღე არსებობს. 21 წლის ლევანმა კალათბურთის თამაშისას ტრავმა მიიღო. ეს ის პერიოდია, როდესაც დამწყებ მსახიობს „ყარაბაღში“ იღებენ.
„ტრავმა კალათბურთის თამაშისას მივიღე. მთელი ძალით მოქნეული ხელი მომხვდა სახეში და მყესი გამიწყდა. ისეთ წერტილში მომხვდა, რომ სერიოზულად დამიზიანდა. ტკივილის მიუხედავად კალათბურთის თამაში გავაგრძელე. ერთ კვირაში შემაწუხა, მერე უფრო ძლიერად და უცებ ყბა ჩამეკეტა.
ამასობაში ფილმის გადაღებები დაიწყო, დაზიანებულ ყბა-სახეს ვერ მოვუარე და გამირთულდა. ფიქრთან დაკავშირებით პრობლემა გამიჩნდა. მერე ამის კომპლექსი ჩამომიყალიბდა.
იმ დროს უნდა მემკურნალა, მაგრამ გადაღებები წალკაში დაიწყო და იმ ყინვაში ვრჩებოდი. გაუსაძლის პირობებში ვიყავი. კომპრესები წაღებული მქონდა და გადაღება რომ მორჩებოდა, თავზე ვიხვევდი, შევიფუთებოდი, დავწვებოდი და ყველა მე მაღადავებდა. მკურნალობა რომ ჩავაგდე, მერე თავის ტკივილში გადამივიდა. გადაღებებიდან რომ დავბრუნდი, რესპუბლიკურში მივვარდი, რამე გამაყუჩებელი გამიკეთეთ-მეთქი. დიდად არ მიყუჩებდა. გამირთულდა და გამირთულდა. ამიტომაც არის, რომ სულ ვერიდები ინტერვიუს. ფიქრში რაღაც რომ მეშლება, მაგაზე ძალიან ვკომპლექსდები“- ამბობს მსახიობი გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში
ასე გავიდა ცხრა წელი. ზუსტი დიაგნოზი დღემდე არ იცის. თავზე მიღებულმა ტრავმამ კი ხელი კარიერაშიც შეუშალა და პირადშიც.
მსახიობის დედის განცხადებით, ზუსტი დიაგნოზი ნეიროქირურგებმა ვერ დასვეს.
„გვეუბნებიან, რომ ეს განკურნებადია და უკანა პლანზე გადაიწევს. იმ დროს ნეიროქირურგებიც ჩაერივნენ, მაგრამ კონკრეტული დიაგნოზი ვერ დაიდო. მხოლოდ ვარაუდებია. ამ ფონზე მთლად კარგად ვერ არის, შიგადაშიგ თავის ტკივილებს უჩივის. ლევანის პასიურობაც გარკვეულწილად ამ ტრავმას უკავშირდება. გერმანიაში ახლობლები ჰყავს და ელოდებიან მის ჩასვლას, რომ ექიმებთან ზუსტი დიაგნოზი დაუდგინდეს“- ამბობს მსახიობის დედა, მანანა ჩიჩუა.
ასევე ნახეთ:
„რა მწარე ხარ! დღეს ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი!“ - მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა
„აწი სულერთია ყველაფერი... ყველაზე უბოროტო კაცი იყავი“ - ახალგაზრდა მსახიობს მეგობრები გლოვობენ