ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ სოციალურ ქსელში ცნობილ შეფ-მზარეულის ჯეიმი ოლივერისა და შეფ გურამ ბაღდოშვილის მიერ მოწყობილ ქართულ სუფრაზე დაწერა.
„ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო! ჯეიმი ოლივერმა და გურამ ბაღდოშვილმა ქართული სუფრა გამართეს. მათთვის, ვისაც არ იცის – სუფრა საქართველოში ტრადიციული ქეიფის სახელწოდებაა. ქართული სუფრის უნიკალური თავისებურება კი ისაა, რომ სუფრა თავიდანვე უხვი საჭმლით იშლება და ეს ნამდვილი გემოების ზეიმია.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ჯეიმის თვალით დანახვა იმისა, რაც ქართულ სამზარეულოს განსაკუთრებულს ხდის. როგორც უღალატო ქართველი პატრიოტი, ხშირად მიფიქრია, ხომ არ იყო ჩემი სიყვარული ჩვენი სამზარეულოსადმი უბრალოდ სუბიექტური სიამაყე. ქართული სამზარეულო მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთი განსაკუთრებულია. გმადლობთ ჯეიმის და გურამს, რომ დამეხმარეთ ჩემი ქვეყნის სამზარეულო ახალი თვალით დამენახა,“ – წერს ქეთი მელუა.