ქეით უინსლეტი მძიმე მდგომარეობაში მყოფ 12 წლის გოგონას დაეხმარა

უინსლეტი

ინგლისელმა მსახიობმა ქეით უინსლეტმა ქალს, რომელსაც შვილის ჟანგბადის აპარატით სარგებლობის გამო ელექტროენერგიის დიდი დავალიანება ჰქონდა, 17 ათასი ფუნტი გადაურიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს, 

შოტლანდიელ ქეროლინ ჰანტერს ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ მისი დავალიანება მომავალი წლისთვის კრიტიკულ ზღვარს მიაღწევდა. ჰანტერის ყველაზე უმცროს შვილს, 12 წლის ფრეიას, ცერებრული დამბლა აქვს და სუნთქვის ქრონიკული პრობლემების გამო ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებს. 

ჰანტერის თქმით, გაოგნებული იყო, როცა გაიგო, რომ მათი დახმარება ლეგენდარულმა მსახიობმა გადაწყვიტა. უინსლეტმა პლატფორმა GoFundMe-ზე შექმნილ ფონდში ჯერ 17 ათასი ფუნტი ჩარიცხა, შემდეგ კი ოჯახი პირადადაც მოიკითხა.

„ჩვენი ოჯახის ამბავი მეტად ტრავმული აღმოჩნდა. როცა თანხის ჩარიცხვაზე გავიგე, ცრემლები წამსკდა. არც კი მეგონა, ეს თუ სინამდვილეში ხდებოდა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ",- ამბობს ქეროლინი.