1794471413
ქალმა მაიამიში 42 000 დოლარიანი ქანდაკება გატეხა
მაიამიში, არტ-ბაზრობაზე ქალმა გამოფენაზე შემთხვევით გატეხა ფაიფურის ქანდაკება, რომელიც $42 000 ღირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ამერიკელი პოპ-არტისტის, ჯეფ კუნსის ქანდაკებაზე „ბუშტის ძაღლი“. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ქალი ექსპონატს თითით შეეხო, რის შემდეგაც ძაღლი დაეცა და დაიმსხვრა.









