პუგაჩოვამ გალკინთან ურთიერთობის შესახებ სიმართლე გაამხილა - რას ამბობს ოჯახის ახლობელი

ალა პუგაჩოვა და გალკინი

მას შემდეგ, რაც რუსმა ვარსკვლავებმა რუსეთი დატოვეს, ბევრი ჭორი იყო ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ოჯახურ ცხოვრებაზე. ვიღაც დარწმუნებული იყო, რომ მათი ქორწინება მხოლოდ ფიქციურ სახეს ატარებდა, ზოგს კი სჯეროდა, რომ მათ შორის ნამდვილად არის სიყვარული. 

მათი შვილების მომვლელმა, ლუდმილა დოროდნოვამ რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ პუგაჩოვა ნამდვილად ბედნიერია მაქსიმ გალკინთან ურთიერთობით, ამიტომ მათ ქორწინებას არ შეიძლება ეწოდოს ფიქციური.

„ალა ბოლოს და ბოლოს ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რაზედაც ყოველთვის ოცნებობდა და იმსახურებდა. ორივე ლამაზი, ინტელექტუალურია. იუმორის გრძნობით სავსე. ისინი არიან ისინი,  სწორედ ვისგან უნდა ისწავლო ყველაფერი“, - თქვა დოროდნოვამ.

მან ასევე დაამატა, რომ მათი შვილები - ლიზა და ჰარი ძალიან ჭკვიანი ბავშვები იზრდებიან.

შეგახსენებთ, ალა პუგაჩოვამ რუსეთი მეორედ დატოვა. რუსმა მომღერალმა, მოსკოვთან ახლოს, სოფელ გრიაზში მდებარე ფეშენებელური ვილა გასაყიდადაც გამოიტანა.

პირველად წყვილის დაშორების შემდეგ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ალა პუგაჩოვა გალკინის გარეშე სექტემბერში რუსეთში დაბრუნდა.