პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანი მაია ასათიანი უკრაინელი დაობლებული ბავშვის აყვანას აპირებს. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. მის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
მაია ასათიანი კრიტიკოსებს პასუხობს და წერს, რომ უკრაინაში დაობლებული ბავშვის აყვანის პროცესი უკვე დაიწყო.
„ეს მართლაც ურთულესი გზაა და ბოლომდე მივიყვან. უდიდესი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. რა მაგარია, რომ ბევრი ხართ. პროცესი უკვე დავიწყე და, რა დროც უნდა დამჭირდეს, ომში ჩასვლაც რომ მომიწიოს, ჩავალ და ჩამოვიყვან!“ - წერს მაია ასათიანი
მაია ასათიანის მსგავსად, შვილის აყვანის ინიციატივა გამოთქვა ნინი შერმადინმაც, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მზადაა, უკრაინიდან 5 ბავშვი წაიყვანოს, შეიფაროს და გაზარდოს.